არის თუ არა ოფიციალურად დადასტურებული უცხოპლანეტელების არსებობა?(თემური)

უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მათ შორის არც მიკრობების დონეზე, არც რაიმე რადიოსიგნალია მიღებული კოსმოსიდან, მხოლოდ ვარაუდები… ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საჯაროდ გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი, თუმცა უფრო მაღალი დონის არც ერთ პოლიტიკოსს არ დაუდასტურებია ამ მასალების უტყუარობა.