ელვა კოსმოსში ანტინაწილაკებს ასხივებს

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს დედამიწის ატმოსფეროში ხდება მოვლენები, რომლებიც ძალიან გვანან კოსმოსის სიღრმეებში მომხდარ პროცესებს(ილუსტრაცია Flight Center/J. Dwyer, Florida Inst. of Technology).

გაირკვა, რომ ელვა წარმოშობს ანტიმატერიის უწვრილეს ნაკადებს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ სიმაღლეებამდე ვრცელდებიან. ეს აღმოჩენა იყო მშვენიერი გაგრძელება ჯერ კიდევ 17 წლის წინანდელი თემისა, როცა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ელვას შეუძლია გამა ანთებების გენერირება.