SpaceX ორბიტაზე უზარმაზარ რაკეტას გაუშვებს

 Falcon 9-Heavy სავარაუდოდ იქნება რაკეტის ის ვერსია, რომლითაც გააგზავნიან რობოტ-მექანიზმებსა და სხვა ტვირთს კოსმოსურ სადგურზე.

ახალი რაკეტის შესაძლებლობები 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტია ვიდრე მისი წინამორბედებისა. მას შეუძლია 53 ტონაზე მეტი ტვირთის გატანა ორბიტაზე.

კომპანიის მმართველმა ელონ მუსკმა განაცხადა რომ რაკეტა უსაფრთხოა ადამიანების გადასაყვანადაც.“ის შექმნილია ნასას სტანდარტების შესაბამისად და უსაფრთხოა ადამიანების გადასაყვანად” განაცხადა მან. რაკეტა პირველად გაფრინდება ვანდერბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან ხოლო მომავლისთვის იგეგმება მისი კანავერალის კონცხიდან გაშვება(ფლორიდა).

SpaceX გასულ წელს პირველი კერძო კომპანია იყო რომელმაც შეძლო კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე გაგზავნა და მისი უვნებლად დაბრუნება. კაფსულას სახელი იყო “დრაკონი” – ის წყნარ ოკეანეში დაეშვა.

ახლა ეს კომპანია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ტექნიკა სანდოა და შეიძლება მისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა. რაკეტა Falcon 9-Heavy გახლავთ 3 Falcon 9 – ას კომბინაცია. ის აღჭურვილია 27 ინდივიდუალური ძრავით. აწევის სიმძლავრე 16 მეგანიუტონი იქნება. ეს ის სიმძლავრეა, რომელიც დაახლოებით 15 ბოინგ 747-ს ეყოფოდა.

SpaceX-ში აცხადებენ რომ ეს იქნება ყველაზე მძლავრი, ყველაზე ტევადი და ამავდროულად ყველაზე ნაკლებ ხარჯიანი რაკეტა რაც კი ოდესმე გაუშვიათ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.