ლუტეცია პლანეტოშენადედი აღმოჩნდა

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ლუტეცია პლანეტოშენადედს წარმოადგენს – ობიექტს, რომლებისგანაც შორეულ წარსულში პლანეტები ფორმირდებოდნენ. ამის შესახებ ერთბაშად სამი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ  ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA)ს ოფიციალური გვერდი წერს.

 

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.