ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი

 მეცნიერებმა აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე უფრო შორს მყოფი ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ასეთი ხვრელები ცალკეული ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსით წარმოიქმნებიან(The Astrophysical Journal. arXiv.org).

სფერული გროვები საკუთარმა მასამ გადაარჩინა

 ასტრონომებმა პირველი სფერული ვარსკვლვთგროვების ევოლუცია შეისწავლეს – აღმოჩნდა, რომ ვრასკვლავთწარმოქმნის აქტიური პროცესები, რომლებიც ასეთი გროვების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ ნაწილს გაჩენისთანავე ანადგურებენ. ამავე დროს გადარჩენის ალბათობა გროვას მასასთან პირდაპირაა დაკავშირებული – რაც უფრო მძიმეა, მით მეტია ალბათობაც(ვიდეო მოდელირებიდან).

„პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა

 ორბიტალურმა ტელეკოპმა „პლანკმა“ ჩვენს გალაქტიკაში ნახშირჟანგის(CO) გადანაწილების რუკა შეადგინა. მოკლედ კვლევის შედეგების შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე დაიწერა.

ბნელი მატერიის გალაქტიკა

ასტრონომებმა ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკა აღმოაჩინეს. მის აღმოსჩენად მეცნიერებმა ე.წ. აინშტაინის გრავიტაციული ლინზა გამოიყენეს.

ასტრონომებმა ეკზოპლანეტები ახლიდან დაითვალეს

ასტრონომთა ჯგუფი ოცი სხვა და სხვა უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან მოულოდნელ დასკვნმდე მივიდა: ვარსკვლავებთან პლანეტების არსებობა წესია და არა გამონაკლისი.