შეჯახება გარდაუვალია

 ასტრონომთა პროგნოზით, ჩვენი გალაქტიკის კოლოსალური შავი ხვრელი მალე კარგად დანაყრდება. სწრაფად მოძრავი გაზურმტვროვანი ღრუბელი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია, ზემასიურ ხვრელთან – მშვილდოსნის A(Sagittarius A),  შესაჯახებელ გზას ადგას. ხვრელის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლფასია.

მაინც რა ასაკისაა სამყარო?

  ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ სამყაროს ასაკი. მართალია მას პასპორტი არა აქვს, რომ ჩაგვეხედა და ეს თარიღი გვენახა, მეცნიერებმა მაინც შეძლეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ.

ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დრო

 ახალი დათარიღება ასტრონომებს გალაქტიკების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარებათ. ბალტიმორის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის(ა.შ.შ.) ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დროის დადგენას ცდილობენ, ისეთ ფორმაში, როგორიც ის ახლა არის. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, ირმის ანხტომის ისტორიის შეწავლით მეზობელი გალაქტიკების ევოლუციური პროცესების გაგებაცაა შესაძლებელი.

ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).