ჟურნალ TIME-ის 2011 წლის ასტრო რეიტინგი

პირველი ადგილი ახალი მარსმავალის გაშვებამ დაიმსახურა. გამოცემა აპარატის ზომებმა გააკვირა, ის მცირე ზომის მანქანის ხელაა. გეგმის მიხედვით “ცნობიმოყვარე” წითელ პლანეტას 2012 წელს მიაღწევს. ახალი მისია კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ყველაფერთან ერთად, ზონდის დაშვება პლანეტის ზედაპირზე უცნაური ტექნოლოგიებით მოხდება.

 

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.

 

მერკურის ანომალური ველი

ცხელი პლანეტის მაგნიტური ეკვატორი გეოგრაფიულზე ჩრდილოეთიეთ მდებარეობს, მთლიანობაში მერკურის მაგნიტურ ველს გააჩნია დიდი დისბალანსი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებაში. აღმოჩენათა შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა გააკეთა.

 

პირველად მერკურის ორბიტაზე

დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავათ, მერკური მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ პლანეტად რჩება. ამი სიტუაციის გამოსწორებაზეა მოწოდებული ამერიკული აპარატი Messenger-ი, რომელმაც ისტორიული მანევრი მოახდინა.

18 მარტს მესენჯერმა დამუხრუჭება დაასრულა და მერკურის ორბიტაზე გადავიდა. ტელემეტრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწიდან 155 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფმა აპარატმა მანევრი ხარვეზების გარეშე შეასრულა.