ზეახლების ახალი ტიპი

10 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მკვდარი ვარსკვლავის დამწვარი ბირთვი კომპანიონი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მას სიცოცხლის არანაირი ნიშანი არა აქვს, თუმცა იქცევა როგორც “კოსმოსური ვამპირი”, იწოვს გაზს მეზობლისგან და მომენტს ელოდება(ვიდეო).

 

ლუტეცია პლანეტოშენადედი აღმოჩნდა

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ლუტეცია პლანეტოშენადედს წარმოადგენს – ობიექტს, რომლებისგანაც შორეულ წარსულში პლანეტები ფორმირდებოდნენ. ამის შესახებ ერთბაშად სამი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მოკლედ კი ამის შესახებ  ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA)ს ოფიციალური გვერდი წერს.

 

HH-222: ნისლეული ჩანჩქერი

რამ შექმნა ეს ჩანჩქერის მაგავრი ნისლეული? ჯერჯერობით არავინ იცის. სტრუქტურა, რომლის დანახვა ნისლეულ  NGC 1999-ის რეგიონში, ორიონის მოლეკულარული ღრუბლების დიდ კომპლექსში შეიძლება, ცის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ სტრუქტურად ითვლება.

 

კოსმოსში რთული ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

შემეცნებითი ჟურნალის Nature-ს ახალ ნომერში, მეცნიერები ჩვენს სამყაროში რთული ორგანული ნაერთების აღმოჩენის შესახებ აკეთებენ განცხადებას.

იუპიტერი პირისპირ დგომასთან ახლოს

მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი 29 ოქტომბერს პირისპირ დგომის წერტილს გაივლის, დედამიწის ცაზე ზუსტად მზის საწინააღმდეგო მხარეს დადგება. ასეთ კონფიგურაციაში ის დედამიწასთან ახლოსაა და საუკეთესო ობიექტია დაკვირვებებისთვის.

 

ჯეიმს უები ჰაბლს შეცვლის

  ბოლო დროს ჯეიმს უების ტელესკოპზე ყველა ლაპარაკობს, განსაკუთრებით საინფორმაციო საშუალებებში. კოსმოსური სააგენტოების განცხადებით მან სახელოვანი ”ჰაბლი” უნდა შეცვალოს.

გაზრდილი სასიცოცხლო ზონა წითელი ვარსკვლავების გარშემო

ასტრონომებმა, წითელი ჯუჯების გარშემო, სიცოცხლის გაჩენისთვის შესაფერისი ზონის რადიუსი გაზარდეს, რეგიონისა, რომელშიც მყოფ პლანეტაზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა (arXiv.org).

 

 

კომეტა გარადის კუდები

საუკეთესო სამიზნე ბინოკლებისა და პატარა ტელესკოპებისთვის – გარადის კომეტა(C/2009 P1) საღამოს ცაზე ელვარებს. ეს საკმაოდ სტაბილური ობიექტია დაკვირვებებისთვის, ოდნავ მეტი სიახლოვე და შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდებოდა.

 

უახლოვდებით რა სინათლის სიჩქარეს…

როგორს დავინახავდით გარემოს, სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით რომ გვემოძრავა? როგორც ეს რელატივისტური ეფექტების ანიმაცია გვიჩვენებს, ჩვენ ბევრ უცნაურ ვიზუალურ თავისებურებებს დავინახავდით(ვიდეო).