ჯუჯა გალაქტიკები ერთმანეთს მართლაც უერთდებიან

ასტრონომებმა ჯუჯა გაკლაქტიკები ერთმანეთთან შერწყმის მომენტში აღმოჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrohysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.



NASA-ს თანამგზავრები მთვარის ორბიტაზე გავიდნენ

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, მთვარის გრავიტაციის შემსწავლელი, ორი ზონდი დედამიწის თანამგზავრის ორბიტაზე გავიდა. ამის შესახებ იუწყება NASA.

 

 

კუროს თანავარსკვლავედში თბილი წყალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავების პროტოპლანეტარულ დისკოებში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს, რაც ასეთი ტიპის პირველი აღმოჩენაა. მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Astronomy and Astrophysicsში გამოქვეყნდება, მოკლე პრეპრინტის წაკითხვა კი arXiv.org-ზეა შესაძლებელი.

 

კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

Chi_b (3P) პირველი ახალი ნაწილაკია, რომელიც კარგად დაიმზირება კოლაიდერში, ელემენტარული ნაწილაკების უდიდეს ამაჩქარებელში, რომლის 27 კილომეტრიანი ტუნელი შვეიცარია საფრანგეთის საზღვარზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.

 

ისევ კოსმოსური სხივები

საყოველთაოდ ცნობილი ტიხო ბრაგეს ზეახლის აფეთქება მეცნიერებს საიდუმლოს ამოხსნის შანსს აძლევს. ორბიტალური ტელესკოპი „ფერმი“, რომელმაც ზეახლის აფეთქების თანმხლები გამა-სხივების ინტენსიური ნაკადი აღმოაჩინა, შესაძლებელია მეცნიერებს ზესწრაფი კოსმოსური სხივების საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმაროს.