მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” წითელ პლანეტას დედამიწის მიკრობებით დააბინძურებს?!

NASA-ს ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” კოსმოსში ”პლანეტური უსაფრთხოების პროტოკოლის” დარღვევით გაუშვეს. ამ პროტოკოლის მიხედვით, ყველა კოსმოსური საკვლევი აპარატი საგულდაგულოდ უნდა იყოს სტერილიზებული, რომ არ დაუშვან დედამიწისეული ორგანიზმების შეტანა უცხო პლანეტებზე, ამ შემთხვევაში – მარსზე.

“Curiosity” სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად გაემგზავრა

საუკეთესო ხელსაწყოებით აღჭურვილი მარსმავალი “Curiosity” – ”ცნობისმოყვარეობა” პლანეტა მარსისკენ სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად გაემგზავრა!

 

სამთო კურორტი მარსზე

 ამა წლის ივნისში მარსის ორბიტალურმა თანამგზავრმა Mars Express-მა წითელ პლანეტაზე, მთიან რეგიონში სახელად ჰარიოთი, გეილის კრატერთან და არგირის აუზსთან ახლოს ელვარე მონაკვეთებიანი რეგიონი დააფიქსირა, რომლებიც თოვლით დაფარულ ზედაპირს ჰგვანან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს სინამდვილეში გაყინული ნახშირბადის დიოქსიდია(CO2).

NASA ახალი მარსმავალის გასაშვებად მზადაა

რუსულ “ფობოს-გრუნტს”, როგორც ჩანს, აღარაფერი ეშველება, ამერიკელები კი მზად არიან ახალი თაობის მარსმავალის, სახელად “კურიოზიტი”, გასაშვებად.