ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.

შავი პინგვინი

ამ პინგვინს პიგმენტაცია აქვს დარღვეული, მის ორგანიზმში შავი პიგმენტები ჭარბობს. თუმცა ის კომფორტულად გრძნობს თავს და თანამოძმეებისაგან არც ქცევით გამოირჩევა. მონაცემების მიხედვით ასეთი ანომალია ძალიან იშვიათად ხდება, ასეთი ფრინველის ნახვის შანსი მილიონში ერთია.

ბნელი ენერგია

  ბნელი ენერგიის არსზე ჯერ კიდევ კამათი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ თანაბრადაა განაწილებული სამყაროში, აქვს ძალიან დაბალი სიმკვრივე(10−29გრ/სმ3) და არ შედის ჩვეულებრივ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებაში გარდა გრავიტაციულისა, ამიტომ ლაბორატორიულ პირობებშიც ძნელი იქნება მისი აღმოჩენა. ასეთი ღრმა ზემოქმედება სამყაროზე ბნელი ენერგიის მიერ სივრცეების ერთგვაროვანი და ყოვლისმომცველი შევსებით აიხსნება.

ვარსკვლავი

ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზეც ტიპიური ვარსკვლავია. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ, კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.

SETI

ცნობილ პროექტს(SETI) რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების(ა.ც.) ძებნითაა დაკავებული 50 წელი უსრულდება.

სტივენ ჰოკინგი თვლის, რომ უცხოპლანეტელებთნ კონტაქტი საშიშია

null ცნობილი ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი(იკვლევდა შავ ხვრელებს) თვლის, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, თუმცა კაცობრიობას ურჩევნია არ შევიდეს მათთან კობტაქტში. ასე განაცხადა მან Discovery-ზე გასულ ფილმში.

სიმართლე უცხოპლანეტელების ვიზიტის შესახებ, ანუ ფილიპ კლასის წყევლა

ფიზიკოსებმა ამო-ს(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი,ufo) შესახებ ინფორმაციის დამალვას ”კოსმოსური უოთერჰეიტი” შეარქვეს.

ძველი ცივილიზაციები

არსებობდნენ თუ არა ლეგენდარული გოლიათები?

წარღვნის წინანდელი სამყარო ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. მაშინდელი ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო გიგანტური ცოცხალი ორგანიზმების გასაჩენად. ძველი სამყაროს ატმოსფეროში ჟანგბადი 50%-ით მეტი იყო. ეს ფაქტი დაადასტურა ქარვაში(მილიონობით წლის წინ გაქვავებული ხის ფისი) “ჩაყინულმა” ჰაერის უმცირესი ჩანართების ანალიზმა.  ასეთ პირობებში მცხოვრები ადამიანები შესაძლებელია გოლიათის ზომისანი ხდებოდნენ.