შავი ხვრელებისგან შემდგარი რგოლი

 ასტრონომებმა გადაიღეს უზარმაზარი ვარსკვლავური რგოლის ფოტო, რომელიც შავი ხვრელებისგან არის შემდგარი. ობიექტი Arp 147-ის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს ვეშაპის თანავარსკვლავედში და 430 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან.

ორიონის ვარსკვლავების ფერები

ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.

ტევატრონის გამოცანა

უახლოეს წლებში დიდი ადრონული კოლაიდერი ტევატრონის გამოცანას ამოზსნის
იანვრის პირველ რიცხვებში კოლაბორაცია CDF-მა, რომელიც ამერიკულ პროტონ-ანტიპროტონულ კოლაიდერ ტევატრონზე მუშაობდა, ახალი ეფექტის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. ეს ეფექტი ვერ ეწერება ატომური ფიზიკის სტანდარტულ მოდელში.

უძველესი ნახატი

მკვლევართა აზრით, მისი ასაკი 40 ათას წელზე მეტია. წითელი ხნით შესრულებული ნახატი წარმოგვიდგენს დიდი ხნის წინათ გადაშენებულ, თანამედროვე ემუს მაგვარ ორ ფრინველს.

აღდგომის კუნძული

რანო-რარაკუს ქვის სამტეხლოები სანაპიროს გზებით უკავშირდებიან. მათ გასწვრივ მოაების(სურათი) დიდი რაოდენობა ალაგია.

სპირალური გალაქტიკა NGC3621

კამერამ Wide Field Imager, რომელიც 2,2 მეტრი დიამეტრის ტელესკოპზე აყენია ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში(ჩილე), მიიღო გალაქტიკა  NGC 3621-ის ფოტო, ის შიძლებოდა ჩაგვეთვალა სპირალური გალაქტიკების კლასიკურ ნიმუშად, რომ არა ერთი განსხვავება, მას არა აქვს ე.წ. ცენტრალური ბალჯი(სფეროსებრი შესქელება ბირთვის გარშემო).
NGC 3621 ჰიდრას თანავარსკვლავედში მდებარეობს, 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. იდეალურად ბრტყელი ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ ის არასოდეს შეჯახებია სხვა გალაქტიკებს.