სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები

 უძველესი ცილების კვლევები, ახალ დეტალებს ავლენენ იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე ოკენის ფსკერის ცხელ წყაროებთან და შემდეგ დატოვა ეს თავისებური აკვანი(Nature News).

ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე

 ვიდას ტბა სასიცოცხლოდ არც თუ ისეთი კარგი ადგილია, ბაქტერიულისთვისაც კი: ის მუდმივად 27 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ იმყოფება, სადაც წყლის ტემპერატურა -13 °С-მე ეშვება, ხოლო მარილის შემცველობა ზღვისას ექვსჯერ აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ნიტრატების, ნიტრიტებისა და აზოტის ოქსიდების შემცველი ეს არე, მაინც არ არის უსიცოცხლო (Nature News).

რეკორდულად ძველი ზეახალი ვარსკვლავი

  ავსტრალიელმა სტრონომებმა რეკორდულად ძველი ზეახლის აფეთქების მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც ადრეულ სამყაროში 12,1 მილიარდი წლის წინაათ მოხდა(Nature; ScienceNow).

ვარსკვლავურ გროვაში ხვრელების წყვილი პირველად აღმოაჩინეს

  ამერიკელმა ასტრონომებმა ვარსკვლავურ გროვა М22-ში(მშვილდოსნის თანავარსკვლავედი) ორი ცალკეული შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება(Nature; ScienceNow).

“კეპლერმა“ მზის სისტემის ორეული აღმოაჩინა

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სისტემა კეპლერ-30-ის სამი ეკზოპლანეტა და თვითონ ვარსკვლავი ერთ სიბრტყეში ბრუნავენ, როგორც ეს მზის სისტემაში ხდება(Nature; ScienceNow).