NASA-ს სარგებელი SpaceX-გან მრავალჯერადი გამოყენების რაკეტამატარებლის -"ფალკონი”, კვალი ღამის ცაში(SpaceX).

NASA-ს სარგებელი SpaceX-გან

 ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ანალიტიკოსმა, ედგარ საპათამ, ორბიტულ ტრანსპორტირებაზე კომერციული პროგრამებით მომსახურების(Commercial Orbital Transportation Services, COTS) რეალიზაციისგან მიღებული NASA-ს ფინანსური სარგებელი შეაფასა(Ars Technica).

 მოხსენებაში ექსპერტი აღნიშნავს, რომ საშუალოდ, 1 კილოგრამი ტვირთის ატანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე(სკს), კომპანია SpaceX-ის ხომალდით Dragon, 89 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო ხომალდ Cygnus (Orbital ATK)-ით – 135 ათასი.

 1 კილოგრამი ტვირთის კოსმოსური შატლებით(Lockheed Martin, Boeing და Orbital ATK) ტრანსპორტირება კი 272 ათასი დოლარი დაჯდებოდა.

 საპათამ, ასტრონავტების ტრანსპორტირებაც შეაფასა, იმ ხომალდებით, რომლებიც ა.შ.შ-ი იქმნება. ადამიანების გაგზავნა Dragon 2-ით – 405 მილიონი დოლარი, ხოლო Starliner(Boeing)-ით – 654 მილიონი დოლარი.

 ექპერტის დასკვნით, მოქმედი და დაგეგმილი პროგრამები NASA-ს დაახლოებით 2,5-ჯერ იაფი დაუჯდება, ვიდრე კოსმოსური შატლებით(ბორანი), ეს პროგრამა რომ ახლაც არსებობდეს.

 2014 წლის სექტემბერში, NASA-მ დაბალ ორბიტაზე საფრენი პილოტირებული ხომალდების შესაქმნელად SpaceX და Boeing აირჩია. 2008 წელს კომპანიამ, SpaceX და Orbital ATK, სკს-ზე გასაგზავნი აპარატების შესაქმნელად დაიქირავა.

 1981-2011 წლებში, 5 მრავალჯერადი დანიშნულების პილიტირებული კოსმოსური შატლი დაფრინავდა. ამის მერე სკს-ზე ადამიანების აყვანა მხოლოდ რუსული ”სოიუზ”-ებით ხდება, რომელშიც ერთი ასტრონავტის ადგილი 80 მილიონი დოლარი ღირს. ეს ასე გაგრძელდება, რადგან SpaceX და Boeing-მა 2017 წელს ასეთი სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო სერტიფიკატი ვერ მიიღო.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *