გიგანტური გალაქტიკა, იგივე LEDA 1313424, ჩვენს ირმის ნახტომზე დაახლოებით ორნახევარჯერ დიდია. ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელსკოპით გადაღებული ფოტო გვიჩვენებს, თუ რატომ შეარქვეს მას “ხარის თვალი”. გალაქტიკის შემომფრაგლავი 9 რგოლი, ტბაში ჩაგდებული ქვისგან გაჩენილი წრეებივით გამოდის მისი ცენტრიდან. რა თქმა უნდა, ქვის როლში აქ, სხვა გალაქტიკა გვევლინება, მოცისფრო ნათებით ფოტოს ცენტრიდან მარცხნივ. მან, გიგანტური გალაქტიკის ცენტრში გაიარა და გრავიტაციულმა ზემოქმედებამ ეს კონცენტრული წრეები გააჩინა. თევზების თანავარსკვლავედში მდებარე ხარის თვალამდე მანძილი 567 მილიონი სინათლის წელია. ასეთ მანძილზე, წარმოდგენილი ფოტო 530 ათასი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
