“G2” ზემასიურ შავ ხვრელთან მიახლოებას უძლებს

 კეკის ობსერვატორიიდან ჩატარებული (ჰავაი) ბოლო დაკვირვებების მიხედვით, გაზის ღრუბელი G2 ჩვენი გალქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიურ ხვრელთან ყველაზე უფრო ახლო წერტილზე გავლის მერეც ინარჩუნებს მთლიანობას.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომები Galactic Center Group-იდან იუწყებიან, რომ 2014 წლის 19 და 20 მარტს გაკეთებული დაკვირვებების მიხედვით, ობიექტის სისქე ”საიმედოდ” მაღალი იყო, იმისათვის, რომ ადვილად შეემჩნიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ G2 უბრალოდ გაზის ღრუბელი არაა, შეიძლება, მასში ვარსკვლავი იყოს.

 G2 პირველად 2011 წელს შეამჩნიეს და ჩვენი გალაქტიკის ზემასიური ხვრელისკენ – მშვილდოსნის A*, სწრაფად მოძრავ ღრუბლად ითვლება. G2 პირდაპირ ხვრელში არ ჩავარდება, თუმცა მშვილდოსნის A*-სთან გაივლის მანძილზე, რომელიც დედამიწიდან მზემდე მანძილზე 100-ჯერ მეტია. ეს საკმარისად ახლოსაა იმისათვის, რომ ასტრონომებმა G2-ის განადგურება იწინასწარმეტყველონ.

G2_BEVRI

 არსებობს ორი ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს G2: უბრალოდ გაზის ღრუბელი, ან გაზში ჩაძირული ვარსკვლავი. ზოგიერთი ასტრონომის აზრით, ”გამოწელვა” არ შეიმჩნევა, რომელსაც მხოლოდ მაშინ უნდა ველოდეთ, თუ ობიექტი უბრალოდ გაზის ღრუბელია.

 ეს ყველაფერი ასტრონომებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მსგავსი მოვლენის ”რეალური დროის რეჟიმში” დამზერა ძალიან იშვიათია. აღსანიშნავია, რომ G2  თავის აღსასრულს დაახლოებით 25 000 წლის წინათ შეხვდა. სინათლის სხივის სიჩქარიდან გამომდინარე, ათასეულობით წლის წინათ მომხდარი მოვლენის დანახვა მხოლოდ ახლაა შესაძლებელი(ასტროფიზიკოსებმა გაზის ღრუბელი შავ ხვრელამდე მიაცილეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.