ExoMars-ი რაკეტამატარებელის გარეშე დარჩა

გამოცემის ინფორმაციით, ნასას და ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები 3 ოქტრომბერს ჩაატარებენ შეხვედრას, რომელზეც უნდა გადაწყდეს თუ რა უყონ პროექტს. მთავარი სირთულე იმაშია, რომ ნასა თავისივე შეკვეცილი ბიუჯეტით ვერ შეძლებს რაკეტა Atlas V-ის ამ მისიისთვის გადაცემას(სტარტი დაგეგმილია 2018 წლისთვის).

ამჟამად, მისიის დახურვასთან ერთად, ორივე სააგენტო განიხილავს რუსული ”პროტონის” გამოყენებასაც. 2009 წელს ეს რაკეტა პროექტ ”ატლასისთვის” განკუთვნილ სათადარიგო ვარიანტად ითვლებოდა.

Atlas V.

რუსული ”პროტონი”.

მარსმავალ ExoMars-ი მარსზე სიცოცხლის ძებნისთვისაა განკუთვნილი(როგორც გამქრალის, ასევე ახლაც არსებულის). გარდა ამისა აპარატით მოხდება მარსის ზედაპირის შესწავლა, ასევე იმ შესაძლო საფრთხეების დადგენა, რომლებსაც შეიძლება წააწყდეს პილოტირებული მისია. პროექტის ღირებულება 1,36 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ExoMars-ი ერთად ერთი მისია არაა, რომელსაც ასეთი პრობლემა გაუჩნდა. ნასას პროექტი ”ჯეიმს უებიც” უსახსრობის გამო დახურვის ზღვარზე აღმოჩნდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით ის შეიძლება მაინც შედგეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.