Dawn-მა ვესტას ეკვატორი გადაიღო

 ზონდმა Dawn-მა ვესტას ეკვატორის მაღალი გარჩევადობის ფოტო გადაიღო. ფოტო და მისი აღწერა შეგიძლიათ ნახოთ ამ პროექტის საიტზე.

 მეცნიერების ყურადღება ასტეროიდის ზედაპირზე შემჩნეულმა შავმა ბორცვმა მიიპყრო. ის ასეთი ბნელია ყველა სურათზე, იმის მიუხედავად თუ რა კუთხითაა გადაღებული. როგორც ჩანს ეს მისი ნატურალური ფერია და არა რაიმე ოპტიკური ეფექტი. ასეთი ბორცვის წარმოქმნის წყაროზე ახლაც კამთი მიმდინარეობს.

სურათი 2011 წლის 20 სექტემბერს გაკეთდა, თუმცა მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. გადაღების დროს აპარატი ასტეროიდის ზედაპირიდან 673 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოს გარჩევადობა 66 მეტრია პიქსელზე.

 ოქტომბრის დასაწყისში, Dawn-თან მომუშავე ჯგუფმა, გააკეთა მოხსენება პლანეტოლოგთა კონფერენციაზე ნანტში(საფრაგეთი.EPSC-DPS). მათ განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს მზის სისტემის ზომით მეორე მთა. სამხრეთ პოლუსზე მდებარე პიკის ზუსტი სიმაღლე ფუძის მიმართ დადგენილია, ის თითქმის მარსის ვულკანური წარმოშობის მთის ოლიმპოს ტოლია(21 კმ.).

Dawn-ი კოსმოსში 2007 წლის 27 სექტემბერს გაუშვეს. მზის სისტემის ზომით მეორე ასტეროიდის, ვესტას ორბიტაზე ის 2011 წლის 16 ივლისს გავიდა. მისია 2015 წლამდე გაგრძელდება. ამასობაში აპარატმა ვესტას რელიეფი და შემადგენლობა უნდა გამოიკვლიოს, ასევე ასტეროიდის წარმოშობის ისტორიაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.