DART-ის შეჯახება ასტეროიდთან

 შეჯახებამდე 15 დღით ადრე, კოსმოსურ აპარატს – DART, პატარა თანამგზავრი გამოეყო, რათა ასტეროიდული საფრთხისგან პლანეტის დაცვისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიის ამოქმედების ისტორიული კადრები გადაეღო. ეს არის იტალიის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი CubeSat-ის ტიპის თანამგზავრმა – LICIACube. ამოტყორცნილი ღრუბელი გამოსახულების მარჯვენა კიდესთან, DART-ისა და ასტეროიდ დიმორფოსის შეჯახებიდან რამდენი წუთის მერეა გადაღებული, როცა ასტერიოდსა და LICIACube-ს შორის მანძილი 80 კილომეტრი იყო. ახლა, დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრავი 160 მეტრიანი ასტეროიდი დიმორფოსი, მასზე დიდი ზომის, 780 მეტრიანი დიდიმოსის გარშემო ბრუნავს, რომელიც ამ კადრშია მოხვედრილი. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელესკოპები, დიდიმოსის გარშემო მოძრავი დიმორფოსის ორბიტის მცირე ცვლილებების აღმოჩენაზე იმუშავებენ, რათა შეაფასონ, რამდენად ეფექტურად გადახარა DART-ის დარტყმამ მისი სამიზნე (ორმაგი ასტეროიდი დიდიმოსი და მისია DART; კაცობრიობის გადამრჩენელი იონური ძრავა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.