მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანული ნახშირბადი, რომელიც მარსულ მეტეორიტებშია, ნამდვილად მარსზე ჩამოყალიბდა, თუმცა არა ცოცხალი ორგანიზმების მოღვაწეობით, არამედ პლანეტის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად. ნამუშევარი ჟურნალ ScienceExpress-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი კარნეგის ინსტიტუტის საიტზე.

უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს

 მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი SKA(ანტენების მასივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე), ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აშენდება – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მონაწილე ქვეყნების ყრილობაზე, რომელიც ამსტრდამთან ახლოს ჩატარდა. ამის შესახებ NatureNews-ი იუწყება.

ბრაზილიელი ასტრონომის აზრით ”პლანეტა-X” არსებობს

 ბრაზილიელმა ასტრონომმა წარმოადგინა გამოთვლები, რომლის მიხედვითაც პლუტონის ორბიტას იქეთ არსებობს ”პლანეტა-X” – ოთხი დედამიწის ზომის ციური სხეული. ასეთ დასკვნამდე სპეციალისტი ნეპტუნის ორბიტის იქეთ არსებული ყინულოვანი ობიექტების ორბიტების გადახრის ანალიზით მივიდა. ბრაზილიის ნაციონალური ობსერვატორიის თანამშრომელის როდნი გომესის ნაშრომი ჯერჯერობით რეცენზირებად შემეცნებით ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, მოკლედ კი ამის შესახებ საიტი Space.com-ი წერს.

”ჰერშელი” გედში ვარსკვლავთწარმომქნელ პროცესებს ხედავს

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა ორბიტალური ტელესკოპის ”ჰერშელის” საშუალებით ვარსკვლავთშორისი გაზი გადაიღეს, რომელისგანაც მასიური ვარსკვლავები წარმოიქმნებიან. ამის შესახებ სააგენტოს საიტი იუწყება.

მთვარის ილუზია

5 მაისის საღმოს ჩვენ ”სუპერმთვარის” დანახვის საშუალება გვექნება, როცა ის აღმოსავლეთით დაიწყებს ამოსვლას.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი მისია

 ESA-ამ რეალიზაციისათვის შემდეგი ახალი მისია ამოირჩია. ეს არის იუპიტერისა და მისი თანამგზავრების საკვლევი თანამგზავრი JUICE(JUpiter ICy moon Explorer). ამი შესახებ ESA-ს საიტი იუწყება.