SpaceX ორბიტაზე უზარმაზარ რაკეტას გაუშვებს

კომპანია  SpaceX  შემდეგ წელს ყველაზე მძლავრი რაკეტის გაშვებას გეგმავს.

Falcon 9-Heavy სავარაუდოდ იქნება რაკეტის ის ვერსია, რომლითაც გააგზავნიან რობოტ-მექანიზმებსა და სხვა ტვირთს კოსმოსურ სადგურზე.

ახალი რაკეტის შესაძლებლობები 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტია ვიდრე მისი წინამორბედებისა. მას შეუძლია 53 ტონაზე მეტი ტვირთის გატანა ორბიტაზე.

მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის შექმნა რეალური ხდება

პროგრამა SKA-ს შექმნაში შემდეგი ქვეყნები მონაწილეობენ: ავსტრალია, ჩინეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა როგორც იქნა ჩამოაყალიბეს დამფუძნებელთა საბჭო, რომელიც უხელმძღვანელებს პლანეტაზე ყველაზე დიდი და ყველაზე მაღალი მგრძნობელობის ტელესკოპების სისტემის მშენებლობას. პროექტის ღირებულება 1,5 მილიარდი ევროა.

ნასამ თავისი ”კომეტებზე მონადირე” გაანადგურა

ხუთშაბათს ნასამ შეგნებულად დეაქტივიზაცია გაუკეთა ზონდ Stardust-ს, დაწვა რა მისი საწვავის ბოლო მარაგი ექსპერიმენტში, რომელიდანაც მიღებული მონაცემები ინჟინრებს შემდგომი მისიების დაგეგმარებისთვის გამოადგებათ.

 

დისქავერი ბრუნდება

კოსმოსური ბორანი საერთაშორისო სადგურ ”ვარსკვლავს” მოშორდა და გადავიდა თავისი კოსმოსური ფრენების ბოლო ეტაპზე. ეს მისია უკანასკნელია დისკოვერისთვის, დაშვების მერე ის და დანარჩენი შატლებიც შეწყვეტენ ფრენას კოსმოსში.

 

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფართოვდება

 საერთაშორისო კოსმოსური სადგური “ვარსკვლავი” ფართოვდება და იცვლის გარეგნობას. ახლახანს კოსმოსური ბორანი დისქავერით, უკანასკნელი მისიით, ს.კ.ს.-ზე სხვა და სხვა ტიპის ტვირთი აიტანეს, მათ შორის მომარაგების მრავალფუნქციონალური ნაკვეთური “ლეონარდო”.

ჯეიმს ვებს 2014 წელს გაუშვებენ

მართალია ამ ტელესკოპს 2014 წელს გაუშვებენ მარა გარკვეული კამათი მაინც მიმდინარეობს მის შედეგებზე. ტელესკოპი მისი წინამორბედის Hubble-სგან განსხვაებით ინფრა-წითელ სურათებს გადაიღებს.გადახედეთ სტატიას. 

სუპერ სწრაფი მარს-როვერი

წარმოგიდგენთ ახალ ამბიციურ რობოტს რომლის გაგზავნაც იგეგმება მარსის ზედაპირის გამოსაკვლევად. ახალი Mars Rover-ის შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, ის იქნება ყველაზე სწრაფი მარს-მავალი რაც კი ოდესმე გამოუგონიათ და გაუგზავნიათ ასეთი კველევებისთვის. გამომგონებელთა თქმით ეს რობოტი გაცილებით მეტის გამოკვლევას შეძლებს რამოდენიმე დღეში ვიდრე ეს შეძლეს მისმა წინამორბედებმა (Spirit და Opportunity)

შატლების ბოლო გაფრენა

ფლორიდაში კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში მრავალ საათიანი შეხვედრის მერე, ნასას უმაღლესმა მმართველობამ დაამტკიცა კოსმოსური ბორანის Discovery-ის ორბიტაზე გაშვების დღე, მომავალი კვირის ხუთშაბათი. Discovery-ის სტარტი  მოხდება იმავე დღეს, რომელ დღესაც საერთაშორისო სადგურ “ვარსკვლავისკენ” გაემართება ევროპის კოსმოსური სააგენტოს ავტომატიზირებული ხომალდი ATV-2. მისია Discovery, STS-133, 11 დღე გაგრძელდება, ის “ვარსკვლავზე” აიტანს რობოტ ჰუმანოიდს და ინფორმაციის შენახვის ახალ მოდულს. ეს იქნება შატლის საბოლოო გაფრენა, რადგან ნასამ შატლების პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.