„მძინარე“ გალაქტიკები

ასტროფიზიკოსებმა „მძინარე“ გალაქტიკები დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს. მონაცემების მისღებად მათ კიტ პიკის 4 მეტრიანი დიამეტრის ტელესკოპი გამოიყენეს(არიზონა).

 

 

გალაქტიკური გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში

ქალწულის თანავარსკვლავედის გალაქტიკურ ჯგუფში ათასობით გალაქტიკაა. ეს გროვა ყველაზე ახლოს მდებარეობს ადგილობრივი გალაქტიკების ჯგუფთან, რომელშიც ჩვენი გალაქტიკაც შედის.

 

მეცნიერებმა გალაქტიკების დეგენერაცია აღმოაჩინეს

ბრიტანელმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ 7 მილიარდი წლის წინ ელიფსურმა გალაქტიკებმა ზრდა შეწყვიტეს. თავიანთი ნაშრომი მათ წარმოადგინეს სამეფო ასტრონომული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც ამჟამად უელსში მიმდინარეობს.

 

ბგერითი ტალღები კოსმოსური სიმების ფორმაზე მოქმედებენ

კოსმოსური ”სიმები” – ეს არის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორის სივრცეებში განაწილებული გაზი. უცნაურია, რომ ყველა ასეთი ძაფი ერთნაირი სიგანისაა, რაც მათი ფორმირების საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია. ეს ძაფები უზარმაზარი ზომისაა, ათეულობით სინათლის წლის, ხოლო მათ გასწვრივ, ყველაზე შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავური გროვები იმყოფებიან. ერთი ასეთი გროვა არწივის თნავარსკვლავედში ასემდე ახალგაზრდა ვარსკვლავს შეიცავს.

 

ირმის ნახტომი ტენერიფეს თავზე

მოწმენდილ ღამის ცაზე, კარგად ჩაბნელებული გარემოდან, შესაძლებელია სუსტი მანათობელი ზოლის დანახვა. ეს ზოლი ჩვენი სპირალური გალაქტიკის, ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოა.

 

კოსმოსური მასშტაბების ავარია

  შეჯახებამ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, გაზისა და მტვრის ღრუბლებში მილიონობით ვარსკვლავის ჩამოყალიბება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მასიურებმა უკვე გაიარეს განვითარების მთელი ციკლი და აფეთქდნენ როგორც ზეახალი ვარსკვლავები.

ირმის ნახტომი მიკროტალღურ დიაპაზონში

ჩვენი გალაქტიკა — ირმის ნახტომი. ამ ხელოვნურად შეფერადებულ პანორამულ ფოტოზე ის გვერდხედით მოჩანს. ეს არის მიკროტალღური გამოსხივების მონაცემებით შედგენილი მთლიანი ცის რუქა, პლანკის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის ერთი წლის მუშაობის შედეგი.

 

M33 – გალაქტიკა სამკუთხედში

ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, მდებარეობს სპირალური გალაქტიკა M33, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” შემობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე.