უძველესი და ახალგაზრდა

  ერთობლივი ძალისხმევით ორბიტალურმა ტელესკოპებმა ”ჰაბლმა” და ”სპიცერმა” აქამდე ცნობილთა შორის უძველესი გალაქტიკა დაინახეს – ის დიდი აფეთქების მერე მალევე დაიბადა(NASA).

ჩვენი გალაქტიკის მადა და სლოანის ტელესკოპი

 აღმოჩნდა, რომ ჩვენს გალაქტიკას საკმაოდ კარგი მადა აქვს! ირმის ნახტომი პატარა გალაქტიკებსა და ვარსკვლავურ გროვებს რეგულარულად „მიირთმევს“. მისი გრავიტაციული ზეგავლენის ქვეშ რაც უფრო ღრმად ექცევიან ისინი, მით უფრო ღრმად შედიან გალაქტიკის შიგნით. ამ „ღორმულცელობას“ თავისი დადებითი მხარეც აქვს – ყველა შთანთქმული ვარსკვლავი ჩვენი გალქტიკის ნაწილი ხდება.

გალაქტიკათა ნელი ზრდა

  ასეულობით სპირალურ გალაქტიკაზე დაკვირვებებით დადგინდა, რომ ისინი განუწყვეტლივ იზრდებოდნენ ბოლო 8 მილიარდი წლის განმავლობაში, ლაპარაკია სამყაროს ასაკის ნახევარზე მეტ დროზე(NASA).

ყველაზე უცნაური გალქტიკა

 ასტრონომთა აზრით, შორეული ელიფსური გალაქტიკა უზარმაზარ ზომამდე რამდენიმე შავ ხვრელს უნდა „გაებერა“, თუმცა მათდა გასაკვირად, მასში ხვრელების აღმოჩენა ვერ ხერხდება.