მთვარის სრული დაბნელება

მთვარის სრული დაბნელება მოხდება ოთხშაბათს 15 ივნისს, 23 საათსა და 14 წუთზე. მთვარე ამ დროს იქნება მშვილდოსანში. ის მთლიანად შევა დედამიწის ჩრდილში და პრაქტიკულად უხილავი გახდება.

 

იუპიტერის მიგრაცია

 ფრანგი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი კვლევით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ იუპიტერი, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, უნდა მიახლოებოდა მზეს, სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, სანამ დაბრუნდებოდა იქ, სადაც ახლა იმყოფება.

მაგმის ოკეანე იოში

  იუპიტერის ერთ-ერთი დიდი თანამგზავრის ვულკანიზმი მაგმას გლობალური ოკეანედან „იკვებება“, რომელიც ათეულობით კილომეტრის სიღრმეზეა გავრცელებული.

მზის ქიმიური შემადგენლობა

მზის და დედამიწის ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა კლასიკური თეორია ვარსკვლავისა და მისი პლანეტების ფორმირების შესახებ, იზოტოპების ერთნაირ თანაფარდობას ვარაუდობს. ახალი აღმოჩენა კი ამ წარმოდგენების კორექტირებისკენ მიუთითებს.

ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის

გაზური გიგანტი სატურნი და მისი ერთ-ერთი თანამგზავრი ენცელადი დაკავშირებულნი არიან ელექტრონების ნაკადებით, რომლებიც ამ ციური სხეულების ორივე მხარეს მოძრაობენ. ასეთი დასკვნები წარმოადგინეს მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში.

 

ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).

 

ურანი

საშუალო დაშორება მზიდან – 2 871 მლნ. კმ
დიამეტრი – 51 118 კმ
ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 6,81 კმ/წმ
ერთი ბრუნი მზის გარშემო – 84 წელი
თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 9,0 მ/წმ2
მეორე კოსმოსური სიჩქარე: 21,4 კმ/წმ
ტრიალის მიმართულება: საწინააღმდეგო
ზედაპირის ტემპერატურა: -220°С
ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 17 სთ 14 წთ 
დედამიწიდან დაშორება: 2,6 დან 3,2 მლრდ.კმ