”ცნობისმოყვარემ” მარსზე კალციუმით მდიდიარი ფენები აღმოაჩინა

 პირველი ბურღვის ობიექტად „ცნობისმოყვარესთვის“ უცნაური დანალექი ქანები იქნება, დაშვების ადგილიდან ნახევარი კილომეტრის მანძილზე(NASA).

NASA „ცნობისმოყვარეობის“ მიერ აღმოჩენილ ქიმიაზე საუბრობს

 ცნობისმოყავრე მარსმავალმა გრუნტის ნიმუშები შეისწავლა, რომლებიც მარსის ზედაპირზე არსებულ გეილის კრატერში აიღო. როგორც ნასას ოფიციალური საიტი იტყობინება, ანალიზმა უამრავი ქიმიური ნივთიერებები გამოავლინა, თუმცა ამ ეტაპზე მარსზე ორგანული ნაერთების არსებობის არანაირი მტკიცებულება არა რსებობს.

ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…

  ინტერნეტში ხმა გავრცელდა თითქოსდა ”ცნობისმოყვარეობის” მიერ ”ისტორიული” აღმოჩენის გაკეთების შესახებ. ოფიციალური განცხადება დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება – მანამდე კი ყველა მკითხაობს, თუ რა შეიძლება იყოს ეს(Space.Com).

ქარები გეილის კრატერში

 ნასამ მარსმავალ „ცნობისმოყვარეობადან“ მიღებული მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგები გამოაქვეყნა, რემელთა მიხედვითაც ზონდმა გეილის კრატერის ქარების რუკა შეადგინა და ატმოსფერული წნევის ცვლილებები დააფიქსირა(NASA).

“ცნობისმოყვარემ“ გრუნტის ანალიზი დაასრულა

  “ცნობისმოყვარემ“ მარსული გრუნტის რენტგენოსტრუქტურული ანალიზი პირველად ჩაატარა. თავისი შემადგენლით ის ჰავაის ვულკანური წარმოშობის ქანების მსგავსი აღმოჩნდა.

გლენელგი – აღთქმული მიწა

 მიწის სინჯების აღებასთან ერთად „ცნობისმოყვარე“ აქეთ-იქეთ „გახედვასაც“ ახერხებს და შთამბეჭდავ ფოტოებსაც იღებს. ამჯერად „ცნობისმოყვარე“ მეცნიერების მიერ „აღთქმულ მიწად“ წოდებული ადგილის ხედებს გვთავაზობს. აქ უნდა მოეფინოს ნათელი მარსთან დაკაშირებულ ბევრ კითხვას.