სინათლის არეკვლის კანონი

 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სინათლის სხივი ამრეკლი ზედაპირისკენ მიმართეთ, მაგალითად, ლაზერული მაჩვენებელი სარკისკენ ან გაპრიალებული ზედაპირის მქონე ლითონისკენ. სხივი ასეთი ზედაპირიდან აირეკლება და გარკვეული მიმართულებით გავრცელდება.

ცენტრიდანული ძალა

 თქვენ, ალბათ, გადაგიტანიათ უსიამოვნო შეგრძნება, როცა მანქანა, რომელშიც ზიხართ, მკვეთრ მოსახვევში შედის. გეჩვენებათ, რომ სადაც არის მანქანიდან გადმოვარდებით. თუ ნიუტონის კანონებს გავიხსენებთ, გამოდის, რომ რადგან მანქანის კარებზე მიეკარით, ესეიგი თქვენზე რაღაცა ძალამ იმოქმედა. მას ჩვეულებრივ „ცენტრიდანულ ძალას“ უწოდებენ. სწორედ ცენტრიდანული ძალის გამოა, რომ მოსახვევში შესვლისას ლამის სუნთქვა შეგვეკრას, როცა ეს ძალა მანქანის ძარაზე გვაკრავს(centrum(ცენტრი) და fugus(სირბილი),1689 წელს შემოიღო ისააკ ნიუტონმა).

ელექტრონული გამტარობის თეორია(დენი)

 XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებმა უკვე იცოდნენ კავშირის შესახებ წინაღობას, დენის ძალასა და ძაბვას შორის, რომელიც ომის კანონით აღიწერება, რომ ჰოლის ეფექტის მიხედვით მეტალებში დენის მატარებლები უარყოფითად დამუხტული ელექტრონები არიან. წინაღობის აღწერა უკვე ატომის დონეზე იყო საჭირო. ამის პირველი მცდელობა 1900 წელს გერმანელ ფიზიკოსს პაულ დრუდეს(Paul Drude, 1863–1906) ჰქონდა.

აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება

 XIX საუკუნის ბოლოს, ნივთიერების ატომებთან ელექტრომაგნიტური გამოსხივების(კერძოდ სინათლის) ზემოქმედების შესწავლისას, მკვლევარები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ კვანტური მექანიკის ჩარჩოებში მოხერხდა, ეს უკანასკნელი კი სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო ჩაისახა.

მსოფლიო მიზიდულობის ძალა

 ხანდაზმულობის ჟამს ნიუტონი ყვებოდა: ერთხელ, ვაშლის ბაღში სეირნობის დროს დღის ცაზე მთავრე დაინახა, იმავე მომენტში მისი მხედველობის არეში ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი მოხვდა.

მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ

 სიტყვა ”კვანტი” ლათინურიდან მოდის quantum(რამდენი, რამდენად ბევრი) და ინგლისურიდან quantum(რაოდენობა, პორცია, კვანტი). ”მექანიკა” იმთავითვე მატერიის მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავდა. შესაბამისად, ”კვანტური მექანიკა” პორციებად მოძრავ მატერიას სწავლობს(ან დაკვანტული მატერიის მოძრაობას). ტერმინი ”კვანტი” ხმარებაში გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა შემოიტანა, სინათლის(1), ატომებზე ზემოქმედების აღსაწერად.