პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე

მზის სისტემის პლანეტები, როგორც დედამიწა, “პლანეტოძვრებს” განიცდიან. ეს დაამტკიცა უკვე ისტორიად ქცეულმა “აპოლონის” მისიებმა მთვარეზე. მისიის დროს მიღებულ მონაცემებს მეცნიერები ახლაც იკვლევენ და მათზე დაყრდნობით ადგენენ პლანეტების კვლევის მომავალ გეგმებს. რატომ ვსწავლობთ ჩვენ პლანეტების სეისმოაქტიურობას? და რა ვიცით მის შესახებ?

ზეცაში დამალული 10 საიდუმლო

 მეცნიერება არსებობს, სანამ არსებობენ გამოცანები და კითხვები, რომელთაც ჩვენ ბუნება გვისვამს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე უკვე ვიცით და ახალი აღმოჩენების რიცხვიც იზრდება, მეცნიერთა წინაშე მაინც დგას რამდენიმე გადაუწყვეტელი პრობლემა.

სულ უფრო შორს და შორს

  ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).

LISA

ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ნასას უარის თქმა მოუხდა, არის ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოსთნ(ESA) ერთად წამოწყებული გრავიტაციული ტალღების დეტექტორი LISA(Large Synoptic Survey Telescope).

 

 

თერმობირთვული “იკარუსი”

ამერიკელებმა და ბრიტანელებმა დაიწყეს ვარსკვლავთმფრენის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც შეძლებს 50-100 წლის განმავლობაში მიაღწიოს მზესთან ახლოს მყოფ ვარსკვლავებამდე. ასეთი ვადები იმიტომ აირჩიეს, რომ ხომალდის შემქმნელებს მცირე შანსი მაინც ჰქონდეთ, სანამ ცოცხლები იქნებიან, მიიღონ სიგნალი შორეულ ვარსკვლავთან მიღწევის შესახებ.

პროექტ “იკარუსის” შექმნაზე ამერიკელი მეცნიერების არაკომერციული ჯგუფი Tau Zero Foundation-ი მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი არის ცნობილი ფიზიკოსი მარკ მილისი. ადრე ის მოწინავე კოსმოსური ძრავების კონცეფციაზე მუშაობდა ნასაში. პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ ბრიტანეთის საპლანეტათშორისო საზოგადოების წევრები(British Interplanetary Society — BIS).

დაკარგული კრატერი


 ბაზა ”ფრა მაურო” – გორაკებიანი და კრატერირებული ადგილია მთვარეზე, მას ”აპოლონ-14”-ის ეკიპაჟი 1971 წელს იკვლევდა.

როგორ მუშაობს ტელესკოპი

  ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.

ნანოტექნოლოგია

 მინიატურიზაციის თანამედროვე ტენდენციებმა აჩვენა, რომ ნივთიერებას შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვისებები,თუ მის უმცირეს ნაწილაკებთან გვაქვს საქმე.ნაწილაკებს ზომით 1 დან 100 ნანომეტრამდე(10¯9 მეტრი)ნანონაწილაკებს უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთინივთიერების ნანონაწილაკებს აქვთ განსაკუთრებული კატალიზატორული დაადსორბციული(შეწოვა) თვისებები.