კვაზარებმა სამყაროს აჩქარებული გაფართოება დაამტკიცეს

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იაპონიიდან და ა.შ.შ-დან სამყაროს აჩქარებით გაფართოებისა და ბნელი ენერგიის არსებობის კიდევ ერთი მტკიცებულება მიიღო. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ხოლო მისი პრეპრინტი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.

კვაზარი

 სამყაროს შუქურები

 კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური(ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან მაღალი ნათობით და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.