პრემია ბნელი მატერიისგან

ოთხი ასტრონომი პიტერ და პატრიცია გრუბერების სახელობის კოსმოლოგიური პრემიის ლაურეატები გახდნენ. ამის შესახებ იუწყება ფონდის პრესრელიზი. მეცნიერებმა ჯილდო კომპიუტერული მოდელის შექმნისთვის მიიღეს. ეს მოდელი ხსნის, თუ როგორაა განაწილებული სამყაროში ბნელი მატერია. პრემიის ოდენობა 500 ათასი დოლარია.

 

სპირიტის მიერ ბოლოს გადაღებული პანორამა

ეს არის უკანასკნელი, რაც მარსმავალმა სპირიტმა „სიცოცხლის“ ბოლოს დაინახა. მან სავარაუდოზე მეტ ხანს იმუშავა. თუმცა პლატო ჰოუმის კვლევის დროს შემთხვევით ქვიშაში ჩაეფლო და მთელი თავისი ენერგია ამოწურა.

 

ფიზიკოსებმა ზემკვრივი მატერია მიიღეს

დიდ ადრონულ კოლაიდერში მიღებული მატერიის ტემპერატურა მზის გულის ტემპერატურაზე გაცილებით მაღალი და ნეიტრონული ვარსკვლავების სიმკვრივეზე მეტი იყო.

 

 

თეთრი ხვრელი აღმოაჩინეს?

  თუ შავი ხვრელიდან უკან ვერაფერი ბრუნდება, თეთრში პირიქით, შეუძლებელია შეღწევა. თუმცა ის სამყაროში მეტერიას აფრქვევს, რომელიც სხვა სამყაროსა თუ სხვა დროში შავმა ხვრელმა შთანთქა.

ჩვენი გალაქტიკის „ჩამორჩენილი“ ვარსკვლავები

 ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენს გალაქტიკაში იშვიათი ტიპის ვარსკვლავების პოპულაცია აღმოაჩინა, რომელთაც ასტრონომები „ჩამორჩენილ ცისფერ“(1) ვარსკვლავებს უწოდებენ. ამ უჩვეულო ვარსკვლავებმა ასეთი სახელი იმიტომ მიიღეს, რომ მათი განვითარების „დამუხრუჭებისა“ და კაშკაშა ნათების გამო, ისინი უფრო ახალგაზრდად გვეჩვენება, ვიდრე არიან სინამდვილეში.

მოულოდნელი ანთება კიბოს ნისლეულში და პულსარი გემინგა

 რატომ ხდება ანთებები კიბოსმაგვარ ნისლეულში? ჯერჯერობით ბოლომდე არავინ იცის. ეს უცნაური ქმედება, დაფიქსირებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ჩანს მხოლოდ მაღალ ენერგიაზე, გამა დიაპაზონში ხდება.

მარტოხელა პლანეტები

  ეს გაზური გიგანტები გალაქტიკაში მარტო დახეტიალობენ, არ არიან დაკავშირებულნი არცერთ ვარსკვლავთან. მეცნიერთა აზრით ჩვენს გალაქტიკაში ასეთი ობიექტების დიდი რაოდენობა უნდა იყოს.