ALICE – კოსმოსურ სხივებს იკვლევს

 ერთი თვის წინ, კოლაბორაცია ALICE-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც კოლაიდერებისთვის არადამახასიათებელ კვლევას ეხებოდა. მასში არა პროტონების შეჯახებით გაჩენილი ნაწილაკები, არამედ ზემოდან მოსული, დედამიწის ატმოსფეროსთან კოსმოსური სხივების შეჯახებით წარმოქმნილი ნაწილაკბი შეისწავლეს. აღსანიშანვია, რომ დეტექტორმა ამ ნაწილაკების არა მარტო რეგისტრირება შეძლო, არამედ საინტერესო ინფორმაციაც მიიღო კოსმოსური სხივების შემადგენელის შესახებ(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).


დეტექტორი ALICE. ზომა – 26/16/16 მეტრი. მასა  – 10 000 ტონა.

 ALICE, მიწის ქვეშ მდებარეობს, ამიტომ იქამდე მხოლოდ მიუონები აღწევს, დანარჩენებს კი ათეულობით მეტრის მთის ქანები შთანთქავს. თუ ატმოსფეროში მოხვედრილი მაღალი ენერგიის ნაწილაკი ფართო ატმოსფერულ ”წვიმას” წარმოქნის, დეტექტორში არა ერთი, არამედ უამრავი მიუონი მოხვდება. კვლევის განმავლობაში დაახლოებით 22 მილიონი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. განსაკუთრებით საინტერესო იყო მოვლენები, როცა დეტექტორი ასზე(!) მეტ მიუონს არეგისტრირებდა(რეკორდი – 276).

 მოდელირებამ აჩვენა, რომ ასეთი მრავალმიუონური მოვლენების გაჩენა მხოლოდ 1016 ევ(რა არის ელექტრონვოლტი). ენერგიის კოსმოსურ სხივებს შეუძლია. დამთხვევები მოდლირებასა და ჰიპოთეზას შორის იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ენერგიების კოსმოსური სხივების პირველადი ნაწილაკები არა პროტონებია, რამედ მზიმე ბირთვები, მაგალითად რკინის. ამგვარად, ALICE, მაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების წარმომავლობისა და კვლევის საერთაშორისო პროგრამის წევრი გახდა(კიდევ კოსმოსური სხივების შესახე; CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.