ბეტელგეიზეს გამოცანა

 ახლახანს ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.