სამყაროს საიდუმლოს ამოსახსნელად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

 მეცნიერები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ მომენტს, როცა ჩვეულებრივი და ანტიმატერიის ზუსტი შედარება და სამყაროს ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნა მოხდება.

“ინდევორის” ბოლო ფრენა

”ინდევორმა” ორბიტაზე სულ 299 დღე გაატარა(NASA/Bill Inglls).

1 ივნისს 10:38 წუთზე შატლი ”ინდევორი” ფლორიდაში დაეშვა, იტყობინება ნასას საიტის ოფიციალური ბლოგი. შატლის ბორტზე იმყოფებოდა 6 ასტრონავტი.

 

ელვა – ანტინაწილაკების წყარო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს დედამიწის ატმოსფეროში ხდება მოვლენები, რომლებიც ძალიან გვანან კოსმოსის სიღრმეებში მომხდარ პროცესებს(ილუსტრაცია Flight Center/J. Dwyer, Florida Inst. of Technology).

გაირკვა, რომ ელვა წარმოშობს ანტიმატერიის უწვრილეს ნაკადებს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ სიმაღლეებამდე ვრცელდებიან. ეს აღმოჩენა იყო მშვენიერი გაგრძელება ჯერ კიდევ 17 წლის წინანდელი თემისა, როცა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ელვას შეუძლია გამა ანთებების გენერირება.