ზეახალი გალაქტიკა М95-ში

 ასტრონომებმა ვარსკვლავის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც შეიძლება მოყვარული ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ზეახლის ანთების მიზეზი იყოს.

 ზეახალი დედამიწიდან 33 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში აინთო. მას მთელი მსოფლიოს მოყვარული ასტრონომები ადევნებდნენ თვალს. ანთება ოფიციალურად პროფესიონალმა ასტრონომებმაც დაადასტურეს.

ფოტო 20 მარტს ასტრონომმა ენტონი ეიომამატისმა გადაიღო(საბერძნეთი,ათენი).

 ამჟამად ესპანელი მეცნიერები ფოტოების შედარებით არიან დაკავებულნი, რომლებიც აფეთქებამდე და მის მერე იქნა მიღებული, რათა გაარკვიონ რომელი ვარსკვლავი იქცა აფეთქების წყაროდ. მათ М95-ის არქივში დაცული ძველი ფოტოებიც კი გამოიყენეს.

 „ფოტოების შედარების დროს ჩვენ მოვძებნეთ ვარსკვლავი, რომელიც წითელი ზეგიგიგანტი უნდა იყოს“ – აცხადებენ მეცნიერები. ეს არის ევოუციის გვიანდელ სტადიაზე მყოფი მასიური ვარსკვლავი. ჩვეულებრივ ასეთი ვარსკვლავები ზეახლებად ინთებიან და ნეირტონულ ვარსკვლავებად ან შავ ხვრელებად იქცევიან ხოლმე, უზარმაზარი ენერგიის გარემო სივრცეში გამოფრქვევით.

 ხსენებული ზეახლის შესწავლით დადგინდა, რომ ის შეიცავს წყალბადს, ანუ ის II ტიპის ზეახლებს ეკუთვნის, რომელიც მასიური ვარსკვლავის აფეთქებით გაჩნდა, როგორიცაა ასტრონომების მიერ მოძებნილი წითელი ზეგიგანტი(M51-ში ზეახალი აფეთქდა).


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *