6 ყველაზე დიდი მეტეორიტი

 დედამიწაზე ვარდნილი ბუნებრივი წარმოშობის ობიექტები, ხშირ შემთხვევაში, ატმოსფეროში იწვება. თუ ეს ობიექტი დიდი ზომისაა, მისი ფრაგმენტები პლანეტის ზედაპირამდე აღწევს. ამის მერე, ათასწლეულების განმავლობაში შეიძლება იყოს ჩამარხული ისე, რომ ვერავინ იპოვოს, თუმცა ზოგჯერ, მათი დიდების დროც დადგება ხოლმე.

 შედარებით დიდი ზომის ასეთ ობიექტებს, ასტეროიდებს უწოდებენ. ითვლება, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინათ, პლანეტის დომინანტი არსებების, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია(ექსპედიცია ჩიკსულუბის სიღრმეში). იმასაც ამბობენ, რომ ეს ისტორია 2013 წელს შეიძლებოდა განმეორებულიყო, თუმცა გაგვიმართლა და ასტეორიდმა – 2012 DA14, დედამიწას 27 743 კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლა.

 დღეს, შესანიშნავ “ექვსეულზე” მოგითხრობთ, რომელთა ფრაგმენტებმაც მთლიანობის შენარჩუნება შეძლო და მეცნიერების ხელში აღმოჩნდა.

 უილამეთი
ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე აღმჩენილი მეტეორიტი, რკინა-ნიკელის 15,5 ტონიანი, 7,8 კვადრატული მეტრის ზომის უილამეთი, დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინათ ჩამოვარდა.

 1902 წელს, უელსიდან ემიგრირებულმა მეშახტე ელის ჰიუზმა, უჩვეულო ქვა აღმოაჩინა. 3 თვიანი წვალების მერე, საიდუმლოდ, თავის მიწაზე გადაიტანა და ყოველი მნახველისგან 25 ცენტს იღებდა. მაქინატორი მალევე ამხილეს და მეტეორიტი, ორეგონის მეტალურგიულ კომპანიას გადაეცა.

 ამის მერე, მეტეორიტი კერძო პირის მიერ 26 ათას დოლარად იქნა ნაყიდი, რომელმაც ის ამერიკის მუზეუმს გადასცა. შემდეგ, უკვე ინდიელებმა დაიწყეს ამ ქვისთვის ბრძოლა, აცხადებდნენ, რომ ღმერთებმა გამოუგზავნეს და რიტუალების ჩასატარებლად სჭირდებოდათ. მოზეუმიდან მისი გამოტანა კედლების დაუნგრევლად შეუძლებელი იყო, ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელიწადში ერთხელ რიტუალი მუზეუმშივე ჩატარდებოდა.

 მბოზი


1930 წელს ტანზანიაში აღმოჩენილი 3 მეტრიანი მეტეორიტი, მასით 25 ტონა, ანუ უილამეთზე 2-ჯერ მძიმე, ამ ქვეყნის წმინდა ქვად ითვლება, მას “კიმონდოს”(სუაჰილიზე) უწოდებენ.

 ეს ფრაგმენტი, როგორც ჩანს, მხები ტრაექტორიით დაეცა მიწაზე და გაგორდა, რადგან არსად ჩანდა კრატერი. მისი შემადგენელის 90% რკინაზე მოდის, დაახლოებით 8% კი ნიკელზე, დანარჩენი – გოგირდი, სპილენძი და ფოსფორი.

 იორკის კონცხი


სიდიდით მესამე, გრენლანდიაში ნაპოვნი მეტეორიტი 31 ტონას იწონის, ზომით 3,4 x 2,1 x 1,7 მ. ახლოსვე იყო კიდევ ორი ფრაგმენტი, 3 ტონიანი და 400 კილოგრამიანი, შესაბამისად. საერთო მასა 58,2 ტონად არის შეფასებული.

 დანრჩენი ფრაგმენტები, მათ შორის 20 ტონიანი აგპალილიკი(ესკიმოსებმა შარქვეს), 1911-1984 წლებში იქნა აღმჩენილი. მისი ნახვა კოპენჰაგენის გეოლოგიურ მუზეუმში არის შესაძლებელი.

 ბაკუბირიტო


მექსიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი ყველაზე დიდი მეტეორიტი 22 ტონას იწონის, ზომა – 4,25 x, 2 x 1,75 მ.
რკინის ბაკუბირიტო 1893 წელს გეოლოგმა ჯილბერტ ელის ბეილიმ აღმოაჩინა. ის მექსიკის მეცნიერებათა ცენტრში ინახება.

 ელ ჩაკო


არგენტინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ელ ჩაკო ნაწილია ფრაგმენტებისა, რომლებსაც Campo del Cielo-ს უწოდებენ. მათი ვარდნის ადგილზე 60 კვადრატული კილომეტრის ფართობის კრატერი გაჩნდა.

 37 ტონიანი ელ ჩაკო 1969 წელს აღმოაჩინეს. მეტეორიტებზე მონადირე რობერტ ჰააგმა მისი მოპარვაც კი სცადა, თუმცა ადგილობრივი პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. 2016 წელს, იმავე ადგილთან ახლოს, კიდევ 31 ტონიანი ფრაგმენტი იპოვეს, რომელიც ელ ჩაკოს ნაწილად ითვლება(მეტეორიტებზე მონადირენი).

 გობა

 ყველაზე უფრო დიდის ტიტული, გიგანტ გობას ეკუთვნის. 1920 წელს, ნამიბიელმა ფერმერმა მიწის ხვნის დროს იპოვა და მას მერე, ის ადგილიდანაც არავის დაუძრავს.

 66 ტონიანი გობა, დედამიწაზე 80 000 წლის წინათ ჩამოვარდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მიწაში იმიტომ არ ჩაიმარხა, რომ ძალიან ბრტყელი ფორმა აქვს.

 გობა, დედამიწაზე აღმოჩენილი ბუნებრივი წარმოშობის ყვლაზე დიდ რკინის ფრაგმენტად ითვლება. მისი მოცულობა 9 კუბურ მეტრს შეადგენს.

 1955 წლიდან სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ნაციონალურ ძეგლად ითვლება. წინა საუკუნის 80-იან წლებში, მეტეორიტი და მიწა, რომელზეც ის დევს, სახელმწიფოს გადაეცა და ტურისტების მისაზიდ ადგილად არის ქცეული(ასტროჭრილობები; ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.