იური გაგარინის მიერ 50 წლის წინ დანახული პლანეტა

 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსში გაფრინდა. დისტანციურად მართვადმა კოსმოსურმა ხომალდმა „ვოსტოკ-1“-მა ის 320 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანა და დედამიწის გარშემო ერთი წრე გააკეთებინა.

პირველი კომენტარები სივრცეზე, რომელიც მან აღწერა ასეთია – „ცა ძალიან მუქია, დედამიწა მოცისფრო“. მისი თვალით დანახული, ალბათ, მოგვაგონებდა სურათს, რომელიც 2003 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაიღეს. ალან შეპარდი, პირველი ამერიკელი ასტრონავტი, ცოტა მოგვიანებით, იმავე წლის მაისში სუბორბიტალურ სიმაღლეზე გაფრინდა. გაგარინი 1934 წლის 9 მარტს დაიბადა, ის სამხედრო პილოტი იყო, სანამ პირველი კოსმონავტების ჯგუფში შეიყვანდნენ. კოსმოსში გაფრენით ის, საერთაშორისო გმირად და ლეგენდად იქცა. 1968 წელს საწრთვნელი ფრენების დროს გაგარინი დაიღუპა, მისი ფერფლი კრემლის კედელშია დასვენებული. 20 წლის მერე, 1981 წელს, კიდევ ერთ 12 აპრილს, ამერიკელებმა პირველად გაუშვეს კოსმოსური შატლი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.