“ინჯენუითი”: პირველი აფრენა მარსზე

 მარსის შესწავლის საუკეთესო გზა რომელია? აშკარაა, რომ ერთად-ერთი და საუკეთსო საშუალება არ არსებობს, ახლახანს კი კიდევ ერთი ახალი და პერსპექტიული  მეთოდი იქნა დემონსტრირებული: მართული ფრენა დიდი ტერიტორიების დასათვალიერებლად, საინტერესო ადგილების მონიშვნისა და შემდგომში მათი დეტალური კვლევისთვის. პირველი მართული ფრენა სხვა პლანეტაზე პატარა ვერტმფრენმა განახორციელა, სახელად “ინჯენუითი” (გამომგონებლობა). ვიდეოში ჯერ მის უძრავ ფოტოს ვხედავთ, რომელიც იქვე მდებარე მარსმავალმა “პერსევერენსი”-მ გადაიღო. რამდენიმე წამის მერე, “ინჯენუითის” გრძელი ხრახნები ბრუნვას იწყებს, კიდევ რამდენიმე წამის მერე კი ისტორიული რამ ხდება – ვერტმფრენი აფრინდება, მარსის გაიშვიათებულ ჰაერში ჩერდება და ისევ ზედაპირზე ეშვება. საგამოცდო ფრენები მომავალი თვეებისთვის არის დაგეგმილი. კაცობრიობას ასეთი მოწყობილობა არა მარტო მარსის შესწავლაში დაეხმარება, არამედ ისეთი საინტერესო ბუნებრივი თანაგმზავრისაც, როგორიც არის სატურნის დიდი თანამგზავრი ტიტანი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.