27 ივლისის მთვარის სრული დაბნელება

 27/28 ივლისის ღამეს, მთვარის სრული დაბნელების ხილვის საშუალება მოგვეცემა. ეს იქნება XXI საუკუნის მთვარის ყველაზე უფრო ხანგრძლივი დაბნელება, სრული ფაზა 1 სთ. 43 წთ. გაგრძელდება. მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის შუაში. ნაწილობრივი დაბნელება დაიწყება 22 სთ. 24 წთ-ზე, სრული დაბნელების დასაწყისი – 23 სთ. 30 წთ, დაბნელების მაქსიმალური ფაზა – 00 სთ. 22 წთ, სრული დაბნელების დასასრული – 01 სთ. 13 წთ, ნაწილობრივი დაბნელების დასასრული 02 სთ. 19 წთ.

 აღსანიშნავია, რომ ამ დღესვე არის მარსის დიდი პირისპირდგომაც! წითელი პლანეტის ხილული კუთხური დიამეტრი 24,3″ გაუტოლდება(მთვარის კუთხური დიამეტრის საშუალო მნიშვნელობა – 31′05″(კუთხური ზომა). ამ დროს, ორივე ციური სხეული თხის რქის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება, მთვარე თავისი ორბიტის აპოგეასთან ახლოს იმოძრავებს(დედამიწიდან ყველაზე შორეული წერტილი მთვარის ორბიტაზე), დაბნელების ხანგრძლივობა მაქსიმალური იქნება, მარსიდან 6 გრადუსით ჩრდილოეთით.

 ქალაქიდან გასვლა საჭირო არ არის, მთავარია უღრუბლო ამინდი იყოს, გაშლილი ადგილი ჰორიზონტამდე, ცის თაღის სამხრეთ ნაწილისკენ. ბინოკლს ან პატარა ტელესკოპს თუ იქონიებთ, დამზერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვა. შეგიძლიათ გადაიღოთ კიდეც, გამოიყენეთ შტატივი ან რაიმე მდგრადი საყრდენი(სხვა დაბნელებები).

 საქართველოს ასტრონომიის კლუბი ამ მოვლენაზე დაკვირვებაში დაგეხმარებათ – გთხოვთ მობრძანდეთ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, დასწრება თავისუფალია(მოგვძებნეთ facebook-ზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *