21 იანვრის მთვარის სრული დაბნელება

 2019 წლის 21 იანვარს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საშუალება ექნება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება იხილოს. მთვარე სულ დაბნელდება, მაქსიმალური ფაზით – 1,197, თუმცა ჩვენ დაბნელების მხოლოდ დაწყების მომენტს ვიხილავთ, რადგან 08:17-ზე მთვარე უკვე მთებს მოეფარება.

 დაბნელების დროს, მთვარე კიბოს თანავარსკვლავედში იქნება, მის დასავლეთ ნაწილში ტყუპების საზღვართან ახლოს. გაივლის დედამიწის ჩრდილის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის ცენტრთან ყველაზე უფრო ახლოს, მთვარის სამხრეთი კიდე მოექცევა.

 დაბნელების სრული ფაზა 1 საათი და 2 წუთი გაგრძელდება!

  1. ნაწილობრივი დაბნელების დაწყება – 07:34(თბ),
  2. სრული დაბნელების დასაწყისი – 08:41,
  3. მაქსიმალური ფაზა – 09:12,
  4. სრული დაბნელების დასასრული – 09:43,
  5. ნაწილობრივი დაბნელების დასასრული – 10:51.

 დაბნელების დანახვა ქალაქის განათების პირობებშიც იქნება შეაძლებელი, შორს წასვლა არ არის აუცილებელი. მთავარია, უღრუბლო ამინდი იყოს, კარგად ჩანდეს ჰორიზონტი და მთვარე! დააკვირდით შეუიარაღებელი თვალით. თუ პატარა ტელსკოპს ან ბინოკლს გამოიყენებთ, დამზერა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. შეგიძლიათ გადაიღოთ კიდეც, გამოიყენეთ შტატივი ან რამე მყარი სადგარი.

დაბნელების ნახევრადჩრდილიანი ფაზების შემჩნევა ძნელია. მომავალი ნაწილობრივი დაბნელება 2019 წლის 16 ივლისს მოხდება(მთვარის სრული დაბნელება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.