2021 წლის ცა

 ამ სურათზე ერთი წლის სრული ცის გამოსახულებაა წარმოდგენილი. ნიდერლანდების მთლიან ცას, თხუთმეტ წუთიანი ინტერვალებით იღებდა კამერა. მიღებული კარდებიდან ცენტრში მოხვედრილი სვეტებია ამოღებული და ერთმანეთთან შეთავსებული, რითაც ე.წ. კეოგრამა მიიღება (პოლარული ციალის შემსწავლელმა მეცნიერებმა გამოიყენეს პირველად). იანვარში მიღებული მონაცემები ზემოთაა, დეკემბერში – ქვემოთ, ხოლო ღამეების შესაბამისია ცენტრიდან წანაცვლებული ბნელი ზოლი მარცხნივ. რას ვხედავთ? ადვილად შესამჩნევია, რომ დღის ცა, ძირითადად ცისფერია, ხოლო ღამის – შავი. ღამის ცის გადამკვეთი 12 ნათელი ზოლი, მთვარის სინათლეა (მთვარის ანალემა). სურათის ბნელ ნაწილს ქვიშის საათის ფორმა აქვს, მისი ყველაზე წვრილი ნაწილი ზაფხულის მზის დგომას შეესაბამება, როცა ყველაზე მოკლე ღამეა, ხოლო მისი ფართო ნაწილი – ზამთრის მზის დგომას. ბუნიობა, იგივე დღე-ღამ ტოლობა, 20 მარტს იყო, ამ დროს დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ერთნაირია (არის შემოდგომისაც). წინა წლის გაზაფხულის ბუნიობა, კეოგრამაზე, შეგიძლიათ იპოვოთ სიმაღლეზე, რომელიც სურათის საერთო სიმაღლის სამ მეოთხედს შეესაბამება (სოლაროგრაფიას; მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება; სეზონების ცვლილება ყველგან ხდება?(ანი)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.