შავი ხვრელი ყავისფერი ჯუჯას შთანთქმის პროცესში

 ავტორთა თქმით, აღმოჩენის გაკეთება მოულოდნელად მოხდა, ერთ-ერთ გალაქტიკაზე რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ტელესკოპით – ”ინტეგრალი”, დაკვირვების დროს. მოწყობილობის ხედვის ზონაში რენტგენის გამოსხივების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რომლის წყარო დედამიწიდან 47 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაშია. უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ეს ობიექტი აქტიურობის არანაირ განსაკუთრებულ ნიშნებს არ ამჟღავნებდა.

 ”ინტეგრალის” აღმოჩენა სხვა ტელესკოპებმაც დაადასტურეს: ევროპულმა ”XMM-Newton”-მა, ამერიკულმა – ”სვიფტი” და გამოსიხვების იაპონურმა დეტექტორმა ” MAXI”, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა(სკს) დამონტაჟებული.

ხვრელი გამოსახულების ცენტრთანაა, ის არ ჩანს.

 დაკვირვებების ანალიზით დადგინდა, რომ ანთება შავი ხვრელის მიერ ობიექტის შთანთქმამ გამოიწვია, რომელიც არ არის ვარსკვლავი. მისი მასა 30 იუპიტერისას არ აღემატება, რაც ობიექტს ან დიდ გაზურ გიგანტებს(ყველაზე დიდები) აკუთვნებს, ან ე.წ. ყავისფერ ჯუჯებს, რომლებშიც არასაკმარისი მასის გამო ვარსკვლავებისთვის დამახასიათბელი თერმობირთვული რეაქციები ვერ იწყება.

  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავმა ხვრელმა ჯუჯას მასის მხოლოდ მეათედი გადაყლაპა, ხოლო დარჩენილი მკვრივი ბირთვი ახლაც კოსმოსური ”მტაცებელის” გარშემო ბრუნავს. ასტროფიზიკოსებს შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავებითა და ვარსკვლავთშორისი გაზებით ”დანაყრების” პროცესზე დაკვირვება ადრეც არაერთხელ მოუხდენიათ, თუმცა პლანეტის ხვრელზე ვარდნა პირველად დაფიქსირდა.

 შავი ხვრელების ”კვების” პროცესზე დაკვირვება იმის გამოა შესაძლებელი, რომ მათკენ ვარდნილი მატერიძალიან მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდება. გაცხელებას მაღალენერგეტიკული გამოსხივება მოჰყვება, რომელიც რენტგენის დიპაზონს აღწევს, ამ უკანასკნელის რეგისტრირება კი შესაბამისი ტელესკოპებით არის შესაძლებელი.

http://www.youtube.com/watch?v=xiVECYf8uxk

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *