”ჰაბლმა” კოსმოსური ვარდი გადაიღო

 ”ჰაბლმა”, ანდრომედას თანავარსკვლავედის ურთიერთქმედი გალაქტიკების გამოსახულება მიიღო, რომლებიც გარეგნულად ვარდს ჰგვანან.

 Arp 273-ის ურთიერთქმედი გალაქტიკების წყვილი, დედამიწიდან 300 მილიონი წლითაა დაშორებული. ზედა – UGC 1810-ის მასა, UGC 1813-ისას ხუთჯერ აღემატება.

 გამოსახულებაზე კარგად ჩანს ამ ვარსკვლავური გროვების ძლიერი ურთიერთქმედების კვალი. დიდი გალქტიკის გარე მკლავს გამრუდებული ფორმა აქვს, ის უამრავი ახალგაზრდა და ელვარე მოცისფრო ვარსკვლავებითაა გარსშემორტყმული. UGC 1810-თან მარჯვენა ზედა კუთხეში, სპირალური სტრუქტურა შეიმჩნევა, რომელიც მინი-გალაქტიკას მოგვაგონებს.

 ასტრონომთა თქმით, გარკვეული ხნის წინ UGC 1813-მა, UGC 1810-ის შიგნით გაიარა, ოღონდ არა ცენტრში, არამედ კიდეზე. ამან მისი ფორმა გაამრუდა, ვარსკვლავთშორისი ღრუბლების შეჯახებამ კი ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი დააჩქარა, რაც  გალაქტიკების შეჯახების თანმხლები პროცესია.

 ადრე, ეს უცნაური გალქტიკა, თევზების თანავარსკვლავედის მახლობლად, ობსერვატორია ”ჯემინიმ” გადაიღო. გროვა ორი მჭიდროდ დაკავშირებული სპირალური გალქტიკების შერწყმით წარმოიქმნა. ასეთივე სტრუქტურა შეიძლება ჩამოყალიბდეს მომავალში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის შერწყმის შედეგად.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *