დედამიწისკენ ვარდნისას…

 როგორია, როცა დედამიწაზე მართლაც მაღალი სიმაღლიდან ვარდები? ყველაზე უფრო დიდი სიმაღლიდან ხტომის რეკორდი ფელიქს ბაუმგრთნერმა 2012 წელს დაამყარა. წინა რეკორდის გადაჭარბებით, 31,1 კილომეტრი, საჰაერო ბურთის პლათფორმიდან, რომელიც ნიუ-მექსიკოს თავზე 39 კილომეტრის სიმაღლეზე იყო დაკიდებული, მაუმგართნერი ძირს გადმოეშვა. თავისი სარისკო კომერციული თავგადასავალი ბაუმგართნერმა ვიდეოკამერით გადაიღო. სპეციალური სკაფანდრი, საჰაერო ბურთით ზემოთ ასვლისას, წნევის, სითბოსა და ჰაერის საჭირო დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ასევე დედამიწისკენ ვარდნისას ატმოსფეროსთან ხახუნით წარმოქნილი ზედმეტი სითბოსგანაც იცავდა. თავისუფალი ვარდნა 36,4 კილომეტრი გრძელდებოდა, პარაშუტის გახსნამდე ბაუმგართნერი 1000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოქროდა, მან ბგერითი ბარიერიც კი გადალახა. მას პოტენციურად საშიში მოულოდნელობაც ელოდა: ვარდნის მეორე წუთზე, უეცრად, ბრუნვა დაიწყო, რასაც მისი დეზორიენტირება ან გონების დაკარგვამდე მიყვანა შეეძლო. ქვასავით, შთამბეჭდავი ვარდნის მერე, ბაუმგართნერის პარაშუტი გაიხსნა და მან რბილად დაშვება მაინც მოახერხა(ფელიქს ბაუმგართნერი: ”მარსზე მოგზაურობა ფულის უაზროდ ხარჯვაა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.