სუპერკომპიუტერმა ხელოვნური სამყარო შექმნა

 ირმის ნახტომი სპირალური გალქტიკაა, ფართო დისკოთი და წაგრძელებული მკლავებით, როგორც ბევრი სხვა გალაქტიკა ახლო კოსმოსიდან, მაგალითად ანდრომედა, გალაქტიკა სამკუთხედში და მორევი. სპირალური გალაქტიკები ფართოდაა გავრცელებული, თუმცა წინა კომპიუტერულ მოდელებს, რომლებიც მილიარდი წლის განმავლობაში სამყაროს გაჩენისა და ევოლუციის ზუსტი მოდელირებისთვის იყვნენ მომართულნი, მათი შექმნის დროს პრობლემები ექმნებოდათ. ხშირ შემთხვევაში ისინი ახდენენ გალაქტიკების გენერირებას, რომლებიც ბურთულებად ეკვრიან ერთმანეთს.

 ახალ კომპიუტერულ მოდელირებას გალაქტიკური საზოგადოების შექმნა შეუძლია, ისეთის, როგორსაც ახლა ვხედავთ, დიდი აფეთქების რელიქტური გამოსხივებიდან დაწყებული და დროში ევოლუციით დამთავრებული. ჰარვარდის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერმა ოდისევსმა შექმნა მოდელი, 14 მილირდი წლის რამდენიმე თვეში შეკუმშვით. ”ჩვენ გალაქტიკათა ყველანაირი მრავალსახეობა შევქმენით, რომელთაც სამყაროს ლოკალურ ნაწილში ვხედავთ”, ამბობს კვლევის ავტორი მარკ ფოგელსბერგერი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან.

 ახალი პროგრამა სახელად Arepo ფოლკერ შპრინგელმა შექმნა, ჰაიდელბერგის თეორიული კვლევების ინსტიტუტში(გერმანია). წინა მოდელირება სამყაროს კუბებად ჰყოფდა, რომლის ყოველი კუბი ამ სივრცეში არსებული მატერიის ქცევის მოდელირებას ახდენდა.

 Arepo იყენებს ბადეს, რომელსაც თვითშეცვლა შეუძლია, თავისი თავის სხვა და სხვა ზომებისა და ფორმების ტეტრაედრებით(ოთხგვერიდანი ობიექტი, რომელიც პირამიდას მოგვაგონებს) შევსებით. რაც უფრო მეტ ნივთიერებას შეიცავს რეგიონი, როგორებიცაა გაზები, ვარსკვლავები, ბნელი მატერია და ენერგია, მით მეტ ტეტრაედრს დებს Arepo ამ რეგიონში, რაც ამ ნივთიერებათა ნაკადების ზუსტი მოდელირების საშუალებას იძლევა.

 ”ჩვენ წინა კოდების ყველა უპირატესობა ავიღეთ, ხოლო ხარვეზები მოვაშორეთ” – ამბობს შპრინგერი.

 მომავლისთვის მეცნიერები კიდევ უფრო მეტი მოცულობის სამყაროს იმიტაციას ეცდებიან, უპრეცედენტო გარჩევის შესაძლებლობით, სამყაროს ყველაზე უფრო დიდი და რეალისტური მოდელის შექმნით.

http://www.youtube.com/watch?v=dGKdCbSHlsw

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.