”განთიადმა” ვესტას ინტენსიური კვლევის ფაზა დაასრულა

 ამერიკულმა კვლევითმა ზონდმა ”განთიადი”(Dawn) გიგანტური ასტეროიდის ვესტას კვლევის ძირითადი და ფინალური ფაზა დაასრულა.

 ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”განთიადი” გიგანტური ასტეროიდის ვესტას ორბიტაზე 2011 წლიდან იმყოფებოდა, ახლა კი მთავარი ასტეროიდული სარტყელის ერთ-ერთი უდიდესი ასტეროიდის კვლევის დამამთავრებელ სტადიაზა.

 ვესტა ყველაზე კაშკაშა ასტეროიდია, ერთად-ერთი ასტეროიდი, რომლის დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. ეს, მისი ელვარე ზედაპირის, ზომის, რომელიც 576 კილომეტრს უტოლდება და დედამიწასთან პერიოდულად 177 მილიონი კილომეტრით მოახლოების გამოა შესაძლებელი.

”განთიადმა” ვესტას უკვე 78-ჯერ შემოუფრინა.  თავდაპირველად კვლევა 680 კილომეტრის სიმაღლიდან ხდებოდა.

 ყოველი ხუთი დღის მერე აპარატის კამერები გიგანტური ასტეროიდის განათებულ მხარეს იღებდნენ.

 ”განთიადის” საშუალებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვესტზე, დედამიწის მსგავსად, წლის დროების ცვლა ხდება, თუმცა ისე შესამჩნევად და სწრაფად არა, როგორც დედამიწაზე.

მას შემდეგ, რაც ”განთიადი” ვესტას მიდამოებს დატოვებს, ეს კი ამ თვეში უნდა მოხდეს, ის ჯუჯა პლანეტა ცერერასკენ გაემართება, რომელსაც 2015 წლისთვის მიაღწევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.