”განთიადი” ვესტას ორბიტალურ ანალიზს ახდენს

 კვლევითი ზონდი ”განთიადი”(Dawn), რომელიც ამერიკის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს კუთვნილებაა, მეცნიერები ასტეროიდ ვესტას კიდევ ერთი ორბიტალური ანალიზით მოამარაგა.

 ვესტა ასტეროიდების სარტყელის ერთ-ერთი დიდი ობიექტია. მასის მიხედვით ის ასტეროიდთა შორის პირველ ადილს იკავებს, ხოლო ზომით მეორე ადგილს პალადას მერე.

 ვესტა 1807 წლის 29 მარტს ჰენრიხ ვილჰელმ ოლბერსმა აღმოაჩინა, ხოლო კარლ ჰაუსის რჩევით მან რომაული ქალღმერთის, ვესტას სახელი მიიღო.

 ვესტას ორბიტაზე მთელი თავისი კვლევითი მისიის განმავლობაში, კ.ა. ”განთიადმა” დაადგინა, რომ ამ ასტეროიდის ზედაპირი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს ადრეული სამყაროს ნარჩენების საუკეთესო ეკზემპლიარია.

 ”თავისი ერთ წლიანი ვიზიტის დროს ”განთიადმა” საბოლოოდ დაადგინა, რომ ვესტას პროტოპლანეტის(ლუტეცია) თვისებები აქვს” – ამბობს კეროლ რეიმონდი, მთავარი მკვლევარი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან პასადენაში(კალიფორნია/ა.შ.შ.).

 გამოსახულება, რომელიც ”განთიადის” ბორტზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო, ვესტას სამხრეთ ნახევარსფეროს მინერალების მრავალფეროვნების დემონსტრირებას ახდენს.

 მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვესტას რკინის ბირთვი აქვს, ასევე მანტია და ქერქი, როგორც პლანეტას. ქანების გეოლოგიური მრავალფეროვნება და მინერალების სიმრავლე ნამდვილად შთამბეჭდავი ფაქტია.

 ასევე გაირკვა, რომ ეს ასტეროიდი იგივე ნაირად ყალიბდებოდა, როგორც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე.

გარდა ამისა, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტთა უმრავლესობა წარმომავლობით სწორედ ვესტადანაა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *