ახალგაზრდა კრატერი ასტეროიდ ვესტაზე

  მისია ”ალიონის” მსვლელობის დროს ასტროიდ ვესტას ზედაპირზე არსებული ერთ-ერთი ახალგაზრდა კრატერის გამოსახულება იქნა მიღებული.  მისიაგანთიადი” ჩვენ და მეცნიერებს გიგანტური ასტეროიდის ვესტას ახალ ჰორიზონტებს გვიშლის. ვესტა ასტეროიდების მთავარ სარტყელში მდებარეობს, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი(უნდა იცოდეთ რა ადგილზე ეძებოთ ცაზე…).

 29 მარტს ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა ”განთიადმა” ვესტას ახალგაზრდა კრატერის დეტალური ფოტო გადაიღო. ამ კრატერის დიამეტრი 15 კილომეტრია. მკაფიოდ ჩანს კრატერის კედლები.  ფართო საზოგადოებას ფოტოსურათი მისიის მთავარმა ინჟინერმა მარკ რაიმონმა წარუდგინა.

 ვესტაზე სხვა დიდი კრატერებიცაა აღმოჩენილი, 150 კილომეტრი დიამეტრითა და 7 კილომეტრი სიღრმით.

 ვესტას აღმოჩენიდან 205 წელი გავიდა, ის 1807 წლის 29 მარტს გერმანელმა ასტრონომმა ჰენრიხ ვილჰელმ ოლბერსმა აღმოაჩინა, კარლ ჰაუსის რჩევით კი მას რომაული მითოლოგიაში სახლისა და ოჯაური კერის ქალღმერთის ვესტას სახელი შეარქვეს.

 ზონდი ”განთიადი” ამჟამად ვესტას დაბალ ორბიტაზე იმყოფება, ზედაპირიდან 210 კილომეტრის სიმაღლეზე და ამ გიგანტის კვლევას აგრძელებს. აპარატი ჩვენი პლანეტიდან 516 მილიონი კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.

 ვესტას ორბიტა ასტეროიდების სარტყლის შიგა ნაწილში მდებარეობს, კირკვუდის ძირითადი ღარის ფარგლებში. ორბიტა ოდნავ ელიფსურია, ზომიერი დახრილობით ეკლიპტიკის მიმართ(მზისა და ციური სხეულის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე). ასტეროიდი არ კვეთდედამიწის ორბიტას და მზის გარშემო ერთ ბრუნს 3,63 წელიწადს ანდომებს(კიდევ ვესტას შსახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.