კიდევ ერთი ასტეროიდი

 პარასკევს ავტობუსის ზომის ასტეროიდი სახელად 2012 BX34 დედამიწას ექსტრემალურად მცირე მანძილზე მოუახლოვდა – 60 000 კმ. მისი სიგრზე 20 მეტრია, სიგანე კი 11 მეტრი. ობიექტი საკმაოდ გვიან იქნა შემჩნეული. მხოლოდ სამშაბათს, ანუ ორი დღით არდე ექსტრემალურ მოახლოებამდე. 2012 BX34 არიზონას შტატში არსებული ტელესკოპით დაფიქსირეს.

 ის, რომ ასტეროიდი ასე გვიან იქნა შემჩნეული, სპეციალისტები მისი მცირე ზომებით ხსნიან.

 კოსმოსური საააგენტოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ეს ასტეროიდი არ იყო რაიმე არაჩვეულებრივი მოვლენა, რადგან ყოველდღიურად ასეულობით ასეთი  ციური ობიექტი უახლოვდება და შორდება ჩვენს პლანეტას. თუმცა, სპეციალისტები ყურადღების მოდუნებეას არ აპირებენ, რადგან თვალტახედვიდან არ იქნას გაშვებული ნამდვილად საშიში ზომის კოსმოსური სტუმარი.

 საშიში ასტეროიდი მინიმუმ 140 მეტრი ზომის მაინც უნდა იყოს, უფრო მცირე ზომების ობიექტს არ შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს დედამიწის მაცხოვრებლებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.