ყინული ვესტაზე

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მზის სისტემაში ზომით მეორე ასტეროიდ ვესტაზე გაყინული წყლის გარკვეული რაოდენობა შეიძლება იყოს. კვლევის შედეგები მეცნიერებმა ჟურნალ Icarus-ში გამოაქვეყნეს, მოკლედ კი ამის შესახებ ნასას საიტზე დაიწერა.

 კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა „ჰაბლით“ მიღებული მონაცემები და კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს. მათ ასტეროდის ზედაპირის ტემპერატურული რეჟიმის აღდგენა შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, ვესტაზე მუდმივად ჩრდილში მყოფი ადგილები არ არის, როგორც, მაგალითად, პოლარული კრატერები მთვარეზე. ეს ორბიტის 27 გრადუსით დახრილობასთანაა დაკავშირებული, რის გამოც მზე ყველა კრატერის ფსკერს წვდება.

ფოტოზე გიგანტური ასტეროიდის სამხრეთ პოლუსია გამოსახული. ზედაპირამდე მანძილი 2 700 კილომეტრია. სურათის გარჩევადობის შესაძლებლობა 260 მეტრია პიქსელზე.

 ამასთან ერთად მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ყინული უშუალოდ რეგოლითის ქვეშ შეიძლევბა იყოს, რომლითაც ასტეროიდია დაფარული. მეცნიერთა თქმით, თუ მათი ჰიპოთეზა დამტკიცდა, ის სერიოზულ გავლენას მოახდენს ციური სხეულების განვითარებისა და მათი ბომბარდირების თეორიაზე.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ვესტას ორბიტაზე მყოფი ზონდის „Dawn“-ის საშუალებით გაირკვევა. ზონდს ბორტზე ამისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი აქვს. ამჟამად ზონდი ასტეროიდის ე.წ. დაბალ ორბიტაზე იმყოფება – 230 კილომეტრი ზედაპირიდან. ჯერჯერობით აპარატმა წყალი ვერ აღმოჩინა, ის ამ ორბიტაზე ახალი გასულია და არ ჰქონია კვლევისთვის საჭირო საკმარისი დრო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.