ს.კ.ს ზესწრაფ კოსმოსურ ნამსხვრევებს მოარიდეს

საერთაშორისო კომსოსური სადგური(სკს) იძულებულია მანევრირება გააკეთოს, რათა კომოსურ ნაგავთან შეჯახებას აარიდოს თავი.

 13 იანვარს სადგურის საერათშორისო ეკიპაჟს ორბიტაზე სწრაფად მოძრავი ნაგვისგან სკს-ს დამცავი მანევრის ჩატარება მოუხდა. ორბიტის შეცვლა ამერიკული თანამგზავრის „ირიდიუმის“ ნარჩენებთან შეჯახების საშიშროების გამო გახდა საჭირო. ნარჩენის ზომა სულ რაღაც 10 სანტიმეტრია, თუმცა ერთ-ერთი ნაკვეთუერის დაზიანება მან მაინც შეძლო.

 საერთაშორისო კომსოსური სადგურის ფუნქციონირების დაწყებიდან, ანუ 1998 წლის 20 სექტემბრიდან, ეს მისი ორბიტის ცვლილების მეცამეტე შემთხვევა იყო, გამოწვეული კომსოსურ ნაგავთან შეჯახების მაღალი რისკის გამო. ბოლოს ასეთი მანევრი 2011 წლის სექტემბერში ჩატარდა.

 13 იანვრის მანევრს თავისი პლიუსებიც აქვს. ორბიტის შეცვლა აღარ იქნება საჭირო მომავალ კვირას სადგურთან რუსული უპილოტო სატვირთო აპარატის შეპირაპირების გამო, რომელმაც ორბიტალურ სადგურზე სხვა და სხვა დანიშნულების მოწყობილობა უნდა აიტანოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.