2012 წელს მზე დედამიწას არ გაანადგურებს

 NASA იმაზე მიუთითებს, რომ მზიური მაქსიმუმი არ ემთხვევა არც მაის ტომის და არც რაიმე სხვა წინასწარმეტყველებებს, არამედ დაიწყება 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დსაწყისში. ყოველ შემთხვევაში, ყველა, ვისი ასაკიც 11 წელზე მეტია, უკვე გადაიტანა მზიური მაქსიმუმი და არაფერი მოსვლია, ამის შესახებ მომავალში მოუყვება სხვებსაც.

 ”მზეს უბრალოდ არ ჰყოფნის ენერგია, დედამიწისკენ მკვლელი მზიური სფეროს გამოსაფრქვევად, რომელსაც დედამიწამდე 150 მილიონი კილომეტრის გავლა მოუწევს” – აცხადებენ ნასაში.

ეს კარგი სიახლეა, თუმცა ცუდი ისაა, რომ ზოგიერთ ანთებას საკმაოდ დიდი ზიანის მოყენება შეუძლია. გამოსხივებულ სითბოს არ შეუძლია რაიმე დაგვიშაოს, მაღალ ენერგეტიკულ ნაწილაკებს კი შეუძლიათ. ისინი ატმოსფროს ზედა ფენებში ცვლილებებს იწვევენ, ატმოსფერული ცვლილებები კი რადიოკავშირის დარღვევას, მაგალითად GPS-ის.

 კორონალურ ამონაფრქვევს ატმოსფეროში შემოღწევაც შეუძლია. ელექტრული რხევები მიწის ზედაპირთან ახლოს ხდება, რაც ელექტროქსელების ტრანსფორმატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი შეიძლება გახდეს, ასევე საკომუნიკაციო თანამგზავრების სქემებისაც.

 ”მსოფლიოს მზარდ ტექნოლოგიურ პირობებში, სადაც თითქმის ყველაფერი არა მარტო მობილურებზე და GPS-ით სატრანსპორტო რუქების კონტროლზეა დამოკიდებული, არამედ თვითმფრინავების ნავიგაციაზე და საათებზეც, რომლებიც ფინანსურ ოპრეციებს არეგულირებენ, კოსმოსური ამინდი უმნიშვნელოვანესი საკითხია. იგივე ხდება ჩვეულებრივი ქარიშხლის დროს, თუ წინასწარ გვეცოდინება პროგნოზი თავსაც ადვილად დავიცავთ”- აცხადებენ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.